logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"დეპოზიტების პორტფელში რუსულ რუბლში განთავსებული დეპოზიტების წილი მხოლოდ 0.17%-ია" - სებ

"დეპოზიტების პორტფელში რუსულ რუბლში განთავსებული დეპოზიტების წილი მხოლოდ 0.17%-ია" - სებ

1736858160

დეპოზიტების პორტფელში რუსულ რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზეა. 

როგორც სებ-ში აცხადებენ, რუსულ რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობის წილი საბანკო სისტემაში მთლიანი დეპოზიტების 0.17%-ს შეადგენს, შესაბამისად საქართველოს საფინანსო სისტემაზე მას მატერიალური გავლენა არ აქვს.

„რაც შეეხება დარეზერვებას, არანაირი საგამონაკლისო წესი რუბლზე და არც სხვა უცხოურ ვალუტაზე არ არსებობს. უცხოური ვალუტით დარეზერვების 25%-იანი ნორმა ვრცელდება ყველა უცხოურ ვალუტაზე.“, -  აღნიშნეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.

სებ-ის ვებგვერდზე განთავსებულ საჯარო ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების განსაზღვრა ხდება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ ცალ-ცალკე ეროვნული და უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე (მაგ. ბანკში განთავსებულ დეპოზიტებზე, ნასესხებ სახსრებზე). მათი გაანგარიშება წარმოებს 14-დღიანი პერიოდის ინტერვალების საშუალო მოზიდულ სახსრებზე.

„უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სავალდებულო რეზერვების შენახვა წარმოებს უცხოური ვალუტის სარეზერვო ანგარიშებზე ეროვნულ ბანკში. ბანკები ვალდებულები არიან დაცვის 14-დღიანი პერიოდის განმავლობაში სარეზერვო ანგარიშზე იქონიონ სარეზერვო ნორმის შესაბამისი თანხა, რომელიც დაბლოკილია ამ პერიოდის განმავლობაში“, - აცხადებენ ქვეყნის ცენტრალურ ბანკში.

გამოგვყევით