logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

პირველი ქართული დასაქმების აპლიკაცია - Awork გლობალურ ბაზარზე გასვლას გეგმავს

დასაქმების ციფრულ ეკოსისტემაში, განსხვავებული ფუნქციონალის მქონდე, პირველი ქართული აპლიკაცია - Awork უცხოეთის ბაზარზე გასასვლელად ემზადება.

როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელი, გიორგი რაზმაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, გლობალურ ბაზარზე ძირითადი სამიზნე მიმართულება ცენტრალური აზიაა. უზბეკეთის ბაზარზე გასასვლელად სტარტამა პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. კომპანიის მენჯმენტში ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს აპლიკაციას იქ პირველი მომხარებლები ეყოლება.

რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, გიორგი რაზმაძის თქმით, Awork-ის გაშვებიდან პირველ 24 სთ-ში აპლიკაცია 5 000-ზე მეტმა ადამიანმა ჩამოტვირთა. ხოლო მას შემდეგ, რაც ბაზრის რამდენიმე დიდი მოთამაშე შემოიერთეს, სტარტაპის მიმართ ნდობაც გაიზარდა.

„დღეს უკვე 100 000-ზე მეტ ადამიანს აქვს ჩვენი მობილური აპლიკაცია ჩამოტვირთული. უკვე 1000-ზე მეტი პარტნიოპრი ბიზნესი გვყავს, რომლებიც  ჩვენს სერვისებს თვიდან თვემდე იყენებენ. სამუშაოს მაძიებლების ჭრილში, ყოველთვის ვცდილობთ, რომ სიახლეები შევთავაზოთ მათ და მათგანაც აქტიურად ვიღებთ ხოლმე უკუკავშირს, რომ სხვადასხვა ახალი ფუნქციონალი დავამატოთ. მაგალითად, ერთ-ერთი რაც სამუშაოს მაძიებლებს ყველაზე მეტად უჭირდათ იყო რეზიუმეს შექმნა, რომელსაც შემდგომ PDF ფორმატში გადმოაექსპორტებდნენ.  ახლა ეს კომფორტიც აქვთ,“ - ამბობს გიორგი რაზმაძე.

ცნობისთვის, Awork-ი ბაზარზე 2 წლის წინ ვებგვერდის სახით გამოჩნდა. თუმცა, დაკვირვებამ აჩვენა, რომ სამუშაოს მაძიებელთა 80% მობილურ ხელსაწყოს იყენებდა. ამის შემდეგ Awork-ი აპლიკაციად იქცა. სტარტაპი, ერთი მხრივ, სამუშაოს მაძიებლებს, ლოკაციის გამოყენებით, მათთვის სასურველი ვაკანსიის მოძიებას და თითის ერთი მოძრაობით სასურველ კომპანიასთან რეზიუმეს გაგზავნას უმარტივებს, რაც ძიების დროის 80 წთ-მდე ზოგავს. მეორე მხრივ კი, ბიზნესებს სთავაზობს სივრცეს, საიდანაც მათ შერჩევის სრული პროცესის გაციფრულების შესაძლებლობა აქვთ. საუბარია, როგორც ვაკანსიების გამოცხადებაზე, ასევე აპლიკანტების გადარჩევაზე, მათთან კომუნიკაციის დამყარებაზე,  შეხვედრების ჩანიშვნაზე, თუ შემდგომ თუ სრულ რეპორტინგიზე. ამ პროცესებში კი ხელოვნური ინტელექტი და სხვადასხვა სახის ავტომატიზაციებია ჩართული.

გამოგვყევით