logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ძლიერი ავიაცია პირველ რიგში არის ძლიერი საკადრო კორპუსი და ამის მთავარი კონტრიბუტორები სწორედ ჩვენ ვართ" - TAV Georgia

ძლიერი ავიაცია პირველ რიგში არის ძლიერი საკადრო კორპუსი და ამის მთავარი კონტრიბუტორები სწორედ ჩვენ ვართ და ვთვლი, რომ ამ პასუხისმგებლობას ძალიან კარგად ვუმკლავდებით, - ამის შესახებ TAV Georgia- თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ფინანსურმა კოორდინატორმა ზვიად აიწურაძემ გადაცემაბიზნესპარტნიორში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, თბილისის და ბათუმის აეროპორტებში ჯამში 1700-მდე თანამშრომელია.

ჩვენ, დღეის მდგომარეობით, თბილისის და ბათუმის აეროპორტებში ჯამში 1700-მდე თანამშრომელი გვყავს. ისეთ სპეციალიზებულ სფეროში, როგორშიც ჩვენ ვოპერირებთ ეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩვენ არ გვინდა, რომ ვიყოთ უბრალოდ დამსაქმებელი, ჩვენი პრინციპია ვიყოთ გრძელვადიანი, კარიერული განვითარების პარტნიორი ამ ქვეყნის ავიაციის სფეროსთვის. ჩვენ ასევე, გვაქვს ტრენინგ ცენტი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ორგანიზაციას, არამედ ავიაციის სექტორთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინსტიტუციას ემსახურება. ჩვენი ტრენერები საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელები არიან. ჩვენ სხვადასხვა უნივერსიტეტთანაც ვთანამშრომლობთ, გვაქვს მემურანდუმები და მათ სტაჟირების პროგრამებს ვთავაზობთ. რაც შეეხება სოციალურ პროექტებს,  საავიაციო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს  სწავლას ვუფინანსებთ, ვაკეთებთ სელექციას და აქცენტი სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელ სტუდენტებზე კეთდება. მათ ჩვენთან დასაქმების მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით. ბევრი ჩვენი თანამშრომელი სწორედ ამ გზით  არის მოსული", - აცხადებს ზვიად აიწურაძე.

TAV Georgia თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ფინანსურმა კოორდინატორმა ასევე ისაუბრა იმ სისტემებზე, რომლებიც ქვეყნის ორ საერთაშორისო აეროპორტში აღრიცხვა-ანგარიშგების, სასაწყობე მართვის და შესყიდვების ფუნქციების მოქნილობის ხელშესაწყობად დაინერგა და კომპანიაში დასაქმებულებმა  ძალიან სწრაფად შეძლეს ამ სიახლეებთან ადაპტაცია.

"ისეთი ინტენსიური  სფერო როგორიც ავიაციაა, რომელიც 24/7-ზე რეჟიმზეა მომართული განსაკუთრებით დგას იმის საჭიროების წინაშე, რომ მოქნილი იყოს და სიმტკიცე გამოიჩინოს. აღრიცხვა-ანგარიშგების, სასაწყობე მართვის და შესყიდვების ფუნქციების ერთობლივი ახალი სისტემის ფარგლებში ტრანსფორმაციამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩამოთვლილი ფუნქციები საერთო ეკოსისტემის ფარგლებში მოგვექცია. ამან მონაცემების უფრო მეტი საიმედოობა მოგვცა და ასევე, მეტი მიკვლევადობის ხარისხი, რაც საბოლოო ჯამში უკეთესი ანალიზის საშუალებას გვაძლევს და ფინანსური გადაწყვეტილებები უფრო გონივრულად და სწორად მიიღება. ჩვენ საკმაოდ ღრმად რეგულირებული სფერო ვართ და რაც უფრო რეგულირებულია სფერო თანამშრომელთა საშუალო ასაკი უფრო მაღალია, რადგან იმისთვის, რომ ინსტიტუციური ცოდნა და პროფილური, სექტორული კომპეტენციები შესაბამისი ხარისხის დონეზე გქონდეს უფრო მეტი დრო გჭირდება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ბოლო წლებში აქცენტი გვქონდა იმაზე, რომ უფრო ახალგაზრდა კადრები აგვეყვანა და უფრო მზად აღმოვჩნდით ამ მასშტაბური სისტემების დასანერგად, რადგან ციფრული ტრანსფორმაცია და ტექნოლოგიური განვითარება ჩვენი ჯგუფის გლობალური სტრატეგიის  ერთ-ერთი მთავარი პრინციპია და ამან საქმე გაგვიადვილა. ახალი სისტემების დანერგვა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თავად ჩვენი თანამშრომლებისთვის, რომლებმაც ის უნარები განივითარეს, რომელიც 21-ე საუკუნეში ნებისმიერ სექტორში ნებისმიერი ფუნქციის პროფესიონალისთვის ვთვლი, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია.” - განაცხადა ზვიად აიწურაძემ “ბიზნესპარტნიორის” ეთერში.

TAV Georgia  უკვე 20 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში ამ კომპანიამ ააშენა და განავითარა ქვეყნის ორი საერთაშორისო აეროპორტი. ჯამური ინვესტიცია ამ დროისთვის 230 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს.

გამოგვყევით