საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს აქსელერატორებისთვის ,,ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის" განსახორციელებლად
კონკურსი 2025 წლის 30 აპრილს დაიწყება და 20 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ელ.ფოსტის accelerator@gita.gov.ge საშუალებით.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აქსელერატორებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არის იურიდიული პირი ან იურიდიულ პირთა გაერთიანება.
- გააჩნია აქსელერაციის პროგრამის მართვის არანაკლებ 8-წლიანი გამოცდილება;
- აქსელერატორის მმართველ დირექტორს გააჩნია 15-წლიანი გამოცდილება კომბინირებული სამეწარმეო და აღმასრულებელი დონის ბიზნესისა და ანგელოზი ინვესტორის/ვენჩურული კაპიტალის მიმართულებით;
- აქსელერაციის პროცესში ჩართული ჰყავს სულ მცირე 10 მენტორი, არანაკლებ 10-წლიანი მენტორობის გამოცდილებით.
განმცხადებლები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, მიწვეულნი იქნებიან ფიზიკურ გასაუბრებაზე შესარჩევი კომისიის წინაშე 2025 წლის 21-25 ივლისის პერიოდში ქ. თბილისში, საქართველოში. განმცხადებლების შეფასება მოხდება შესარჩევი კომისიის მიერ ქვემოთ წარმოდგენილი კრიტერიუმებისა და ქულების შესაბამისად (ჯამში 100 ქულა):
- ორგანიზაციის მიღწევები და გამოცდილება - 25 ქულა;
- პროგრამის სტრუქტურა და დიზაინი - 15 ქულა;
- მენტორების გამოცდილება - 15 ქულა;
- პროგრამის განმახორციელებელი გუნდი - 15 ქულა;
- წინადადების უნიკალურობა და სტარტაპ კომპანიებისთვის დამატებითი სარგებელი - 20 ქულა;
- პროგრამის ბიუჯეტი - 10 ქულა.
შერჩეული აქსელერატორები მიიღებენ გრანტს ,,ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” განსახორციელებლად. საგრანტო ხელშეკრულების ხანგრძლივობა იქნება ოთხი წელი, რომელიც განახლდება ყოველწლიურად. პროგრამის განხორციელება უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2026 წლის იანვრისა.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებს, რომელიც 13, 29 და 12 ივნისს, 20:00 საათზე ჩატარდება. რეგისტრაციის ბმული: (მოწვევა გაიგზავნება ონლაინ საინფორმაციო დღემდე 24 საათით ადრე)