logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

2024 წელს საქართველოში მოსახლეობის 18.1% საარსებო შემწეობას იღებდა - "საქსტატი"

2024 წელს საქართველოში მოსახლეობის 18.1% საარსებო შემწეობას იღებდა - "საქსტატი"

1746172080

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა. აღნიშნულ მონაცემებს "საქსტატი" აქვეყნებს.

უწყების ცნობით,  2024 წელს საარსებო შემწეობას ქვეყანაში 671 337 კაცი იღებდა, რაც მთელი მოსახლეობის 18.1%-ს შეადგენდა.  „საქსტატის“ ცნობითვე, 2023 წელს საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა 656 128 კაცი (წილი მთელ მოსახლეობაში 17.7%) იყო, 2022 წელს ეს მაჩვენებელი  659 005-ს შეადგენდა (წილი მთელ მოსახლეობაში 17.8%),  2021 წელს - 587 524 კაცი (წილი მთელ მოსახლეობაში 15.8%); 2020 წელს 483 702 კაცი (წილი მთელ მოსახლეობაში 13%).

"საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წელს  საარსებო შემწეობის მიმღები ჯამში, 671 337 კაციდან უმრავლესობა -  448 720 პირი იყო ისეთი, რომელთა ოჯახის არც ერთი წევრი  საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში არ არის ჩართული. გარდა ამისა,   ამავე პერიოდში,  მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა, რომელთა ოჯახის ერთი წევრი მაინც ჩართულია საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში და 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია - 222 618 კაცს შეადგენდა.

გამოგვყევით