logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრეს"-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრეს"-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა

1736774100

 სებ-ის პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრეს“-ს (ს/კ: 404434028)  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
  • უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, შემდეგ მისამართზე:  ქ. თბილისი, აკაკი გახოკიძის ქ. N6 (ლიკვიდატორი: როინ ცაციაშვილი, ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება. 

გამოგვყევით