logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ტურიზმის სექტორი გარკვეული რისკის ქვეშ შეიძლება დადგეს" - ვახტანგ ჭარაია

ტურიზმის სექტორი გარკვეული რისკის ქვეშ შეიძლება დადგეს და ვინც არ არის ტურიზმის სექტორში არც მათთვის არის მაინც და მაინც სახარბიელო ქვეყანაში იყოს არაპროგნოზირებადი ვითარება, - ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანმა ვახტანგ ჭარაიამ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თმით, მთავარია საქართველომ შეინარჩუნოს ის პარტნიორობა და ნდობა, რომელიც ევროკავშირთან აქვს. 

"ტურიზმს ჩვენი ეკონომიკის მეათედზე მეტი, ანუ დიდი წილი უჭირავს ტურიზმის ცალკე აღებულ ჭრილში. ტურიზმზეა მიბმული ბევრი სხვა ბიზნესი და სხვადასხვა სფეროში დასაქმებული. ჯამში ასეულობით ათასი ადამიანია დასაქმებული ტურიზმის ირგვლივ. მაგალითად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები, რომლებიც საქართველოს მუდმივად ბოლო პერიოდში რუსეთის ომის გამო უკრაინაში, თუ ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირების გამო, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო ყოველთვის ავლენდნენ, როგორც გამძლე გარე შოკების მიმართ და რომ ის მარტივად ლახავს ხოლმე ამ გარე შოკებს - დღეის მდგომარეობით შეიძლება არ იყოს ეს ასე მარტივი საკითხი. ერთია, როდესაც პარტნიორი ქვეყნების თუ მეზობელი ქვეყნების შიგნით არსებული დაპირისპირებების გადალახვას ახერხებ და მეორეა, როდესაც შენი ქვეყნის შიგნით არის ეპიცენტრი ამ უშუალო გამოწვევების.

ჩვენს სტაბილურ რეპუტაციას და სანდოობას და იმას, რომ დასავლეთისთვის ყოველთვის სერიოზული დასაყრდენი ძალა ვიყავით რეგიონში ათეულობით წლის განმავლობაში ვაგროვებდით. ეს არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ. მინდა დავიჯერო, რომ სასწორზე არ დევს ევროკავშირის დაკარგვის, ან არ დაკარგვის საკითხი", - აცხადებს ჭარაია.

გამოგვყევით