logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

დასაქმების პლატფორმა Sfero ხელოვნური ინტელექტის დანერგვას გეგმავს

დასაქმების პლატფორმა Sfero ხელოვნური ინტელექტის დანერგვას გეგმავს. როგორც Sfero-ს დამფუძნებელი გეგი გვაზავა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ეს გულისხმობს იმას, რომ სისტემა დასაქმებულის მაძიებლის ნაცვლად იპოვის მისთვის შესაფერისს განცხადებას და ასევე, რეკრუტერს მოუძებნის შესაბამის კანდიდატს.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის მიზანია, რომ ადამიანები სამსახურის ძიებაში დროს არ ხარჯავდნენ.

"ძალიან კარგი პლატფორმებია ქართულ ბაზარზე, თუმცა ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ გვაქვს სპეციალური პანელი HR-ებისთვის, რომლიდანაც სრულად ხედავენ დასაქმების პროცესს, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი როდესაც შემოდის, HR-ს მისი გაკონტროლება შეუძლია - აიყვანოს/არ აიყვანოს, თუ ჩაუნიშნოს გასაუბრება, ეს სრულად ავტომატიზირებულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას სამსახურის მაძიებელს დაინახოს ვაკანსიაზე რამდენმა ადამიანმა გააგზავნა განაცხადი და რამდენი ნახვა ჰქონდა. გარდა ამისა, მას შეუძლია დაინახოს HR-მა მიიწვია თუ არა გასაუბრებაზე, ან ნახა თუ არა საერთოდ მისი განაცხადი. ჩვენ ერთადერთი კომპანია ვართ, რომელიც მომხმარებელს აწვდის ამ სახის ინფორმაციას. 

ჩვენ გვინდა, რომ საერთოდ ავტომატიზირებული გავხადოთ სამსახურის ძებნა და ორივე მხარეს მხოლოდ ერთმანეთთან კომუნიკაციისა და პირადად შეთანხმების პროცესი დარჩება. დანარჩენს ყველაფერს ჩვენი სისტემა გააკეთებს. აღნიშნულის ჩაშვებას სექტემბრისთვის ვგეგმავთ, ამ მომენტისთვის ტესტირება მიმდინარეობს", - აცხადებს გვაზავა.

რაც შეეხება პლატფორმაზე ვაკანსიის განთავსების ფასებს- გვაზავას თქმით, აღნიშნული რაოდენობაზეა დამოკიდებული და 19-ლარიდან 100-ლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის, სტარტაპი Sfero საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.

გამოგვყევით