logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

მეფუტკრეთა გაერთიანება მეფუტკრეებს სეს-თან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

მეფუტკრეთა გაერთიანება მეფუტკრეებს სეს-თან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

1789799478

როგორ დავიცვათ ფუტკარი მავნე მწერებისგან

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ინიციატივით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მეფუტკრე ფერმერებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.  გაერთიანების დირექტორმა ავქსენტი პაპავამ ყურადღება გაამახვილა დარგში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე აზიური ფაროსანას, ამერიკული თეთრი პეპლის, იტალიური კალიისა და სხვა მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობისას.

აღინიშნა, რომ წამლობის პერიოდში აუცილებელია მეფუტკრეებთან მუდმივი კოორდინაცია და მათი ჩართულობა. „წლებია ვთანამშრომლობთ  სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის  მართვის ცენტრთან. კომპლექსური ღონისძიებების მიმდინარეობისას უსაფრთხოების ნორმები სრულად არის დაცული. აღნიშნული თანამშრომლობით მავნებლის რაოდენობაც მკვეთრად შემცირდება და ფუტკრის დაცვაც გარანტირებული გახდება“, - აღნიშნა ავქსენტი პაპავამ და მოუწოდა მეფუტკრეებს, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეგისტრირდნენ parosana.ge-ზე და ამ მიმართულებებით ინფორმაციას დეტალურად მიიღებენ.

შეხვედრაზე ყურადდღება გაამახვილეს ფუტკრის თანმიმდევრულ მოვლასა და მკურნალობაზე, რის გარეშეც ფუტკრის დაცემა გარდაუვალია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ავქსენტი პაპავამ მეფუტკრეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ფუტკრის ოჯახების დაავადების საეჭვო ნიშნების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებას მიმართონ.

მეფუტკრეებთან სამუშაო-საკონსულტაციო შეხვედრა საველე პირობებში, ერთ-ერთ საფუტკრეში პრაქტიკული მეცადინეობით გაგრძელდა, სადაც საშემოდგომო პერიოდში ფუტკრის მავნე მწერებისგან დაცვისა და ფუტკრის შხამის მიღების მექანიზმები განიხილეს.

გამოგვყევით