logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

GEPHERRINI თბილისში დამატებით ორ ბრენდულ მაღაზიას გახსნის

2024 წლის ბოლომდე, თბილისში 2 ბრენდული მაღაზია დაგვემატება, - ამის შესახებ ტყავის აქსესუარების კომპანია Gepherrini-ის დამფუძნებელმა ილია გეფერაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ინვესტიცია დაახლოებით, 100 000 დოლარი იქნება.

ახლა ფიზიკური მაღაზია თბილისში პეკინზე, ბათუმში და ფოთში გვაქვს. ამ ეტაპზე გაფართოებისთვის კონკრეტული ადგილის მოძიება მიმდინარეობას. მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე ყოველთვის იყო, უბრალოდ წარმადობა არ გვქონდა შესაბამისი. ამიტომ გადავწყვიტეთ ექსპორტზე მიგვემართა რესურსი და საქართველოში იმ სავაჭრო ცენტრებში, სადაც მომგებიანი არ იყო გაყიდვა, დაგვეკეტა ფილიალები.

ვაპირებთ, რომ გავზარდოთ ჩვენი რესურსი და შესაბამისად, ვაპირებთ როგორც საქართველოში გაყიდვების გაზრდას, ასევე ექსპორტზე გასვლას. გაყიდვები სამ ნაწილად უნდა გავყოთ - ექსპორტი, ადგილობრივი და ონლაინ გაყიდვა. ჯამურად გაყიდვების 20-25% უჭირავს ონლაინ გაყიდვებს, ექსპორტს დაახლოებით, 40% და დანარჩენი ადგილობრივ ბაზარს“, - აცხადებს ილია გეფერაძე.

ცნობისთვის, GEPHERRINI ქართული ბრენდია, რომელიც ჩანთებსს, საფულეებს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს აწარმოებს. კომპანია ექსპორტზე ჯამში 13 ქვეყანაში გადის.

გამოგვყევით