ჩვენ მსოფლიოში გვაქვს 30 პროექტი და არასდროს მინახავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ასეთი კეთილგანწყობით დაგვხვდნენ, ასე გულითადად მოგვესალმნენ, – ამის შესახებ ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტმა, ლორენს გლიკმა თბილისში,𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿-ის ოფიციალური საერთაშორისო ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿-ის შემოსვლის კვალდაკვალ სხვა დიდი ბრენდებიც შემოვლენ.
„შესანიშნავი დახვედრა იყო. როდესაც ჩვენ შემოვდივართ ასეთი ფუფუნების ბრენდით და გვექნება ასეთი თაუერი საქართველოში, ბევრი სხვა ორგანიზაცია და სხვა ბრენდიც შემოვა. უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, ასევე გუნდის წევრებს მხარდაჭერისთვის. ბატონ ილიას, ბატონ ზაზას და სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებლებს.
ყველა ეს ადამიანი მართლაც აღუწერელ მხარდაჭერას გვიწევდა. ჩვენ ფუფუნების ბრენდის წარმომადგენლები ვიქნებით და სწორედ იმას გავაკეთებთ აქ, რაც ადრე არ ყოფილა“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ღონისძიებას დისტანციურად შეუერთდება ერიკ ტრამპიც.
ცნობისთვის, 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶, Downtown Tbilisi-ის მასშტაბური პროექტის პირველი თაუერია, რომელიც თბილისში ლუქს უძრავი ქონების მსოფლიო სტანდარტს ამკვიდრებს და ცენტრალური თბილისის ტრანსფორმაციის ახალ ეტაპს წარმოადგენს. პროექტი The Trump Organization-თან თანამშრომლობით ხორციელდება, მთავარი პარტნიორები და დეველოპერები Archi Group და Invia არიან, თანადეველოპერის როლს The Sapir Organization ასრულებს, ხოლო პროექტის ინვესტორები არიან Block Stone Capital, Finvest და Vector Group.
1tv.ge