2026 წელს საქართველოში 800 ათას დოლარამდე ღირებულების პლასტმასის საკანცელარიო და სასკოლო ნივთების იმპორტი განხორციელდა. "საქსტატის" ინფორმაციით, პროდუქციის ძირითადი ნაწილი, 640 ათასამდე ღირებულების ნივთები ქვეყანაში ჩინეთიდან შემოვიდა. იმპორტიორი ქვეყნების სამეულში თურქეთი და პოლონეთიც მოხვდნენ.
რაც შეეხება ქაღალდის და მუყაოს რვეულების იმპორტს. საქართველოში 2026 წელს 365 000 დოლარამდე ღირებულების რვეულები შემოვიდა. პროდუქციის ძირითადი იმპორტიორი ამ შემთხვევაშიც ჩინეთია. მცირე მოცულობებით იმპორტი იტალიიდან საფრანგეთიდან და ნიდერლანდებიდანაც განხორციელდა.