logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

2026 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ $295.2 მლნ შეადგინა

2026 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ $295.2 მლნ შეადგინა

1789472777

2026 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.2 მლნ აშშ დოლარი (772.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.2%-ით (26.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2025 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში ფულადი გზავნილების კლება დიდწილად რუსეთიდან გზავნილების წლიურად 87.7%-ით შემცირებამ განაპირობა. ამასთან, ძირითადი ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები კვლავ მზარდია.

ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. აგვისტოში ევროკავშირიდან გადმორიცხულმა თანხამ 149.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 50.8%-ია. ევროკავშირიდან გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა, ხოლო ცალკეული ქვეყნების მიხედვით მაღალი წილით კვლავ იტალია, გერმანია და საბერძნეთი გამოირჩევა.

ამასთან, ზრდა დაფიქსირდა სხვა ძირითადი პარტნიორი ქვეყნებიდანაც. აშშ-დან გზავნილები წლიურად 8.2%-ით გაიზარდა და 64.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ისრაელიდან - 24.9%-ით, 27.9 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო თურქეთიდან -11.9%-ით, 10.6 მლნ აშშ დოლარამდე.

2026 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.6 მლნ აშშ დოლარი (88.0 მლნ აშშ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2025 წლის აგვისტოს (35.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.8%-ით ნაკლებია.

გამოგვყევით