logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

დასაქმების პლატფორმა Sfero: საზოგადოების მხრიდან, დისტანციურ სამსახურებზე მოთხოვნა გაიზარდა

ბოლო პერიოდში, საზოგადოების მხრიდან დისტანციურ სამსახურებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა ბაზრის მხრიდან ამის შეთავზება ამ ეტაპზე ვერ ხდება, - ამის შესახებ დასაქმების პლატფორმა Sfero-ს დამფუძნებელმა გეგი გვაზავამ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით,  სულ უფრო ნაკლები ადამიანი ინტერესდება მასიური დასაქმების სექტორით.

"დისტანციური სამსახურის წილი საერთო ვაკანსიებში, დაახლოებით 2%-ია, თუმცა როდესაც აღნიშნულ მიმართულებაზე ვაკანსია ცხადდება, მათზე აქტიურად ხდება განაცხადების შევსება. რაც შეეხება მიმართულებას, სადაც პირიქით მცირდება მოთხოვნა ეს არის მასიური დასაქმების სექტორი -  სავაჭრო ობიექტებს და მსგავს კომპანიებს დასასაქმებლად ადამიანის პოვნა საკმაოდ უჭირთ. აღნიშნული პრობლემა საკმაოდ სწრაფად იზრდება.

ზოგადად ჩვენთან გაზრდილია დასაქმების მსურველთა რიცხვი, ყოველდღიურად ახალი მომხმარებელი რეგისტრირდება ჩვენს პლატფორმაზე. თუმცა თუ ყოველწლიურ მაჩვენებელს ავიღებთ - სამსახურის მაძიებელთა რიცხვი სტაბილურია, ანუ თითქმის უცვლელია.

ჩვენ 600-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია გვყავს. აქტიურად ვასაქმებთ ხალხს და ბიზნესიც სტაბილურად იზრდება. ძირითადად მოთხოვნა არის ქსელური დასაქმების ობიექტებისგან, საცალო ვაჭრობის მაღაზიებისგან და სხვადასხვა წარმოებისგან", - აცხადებს გეგი გვაზავა.

გარდა ამისა, გეგი გვაზავა აღნიშნავს, რომ ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტია. 

ცნობისთვის, სტარტაპი Sfero საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.

გამოგვყევით