logo
Loading data...

ჯონ პენელი: ინოვაციური პროექტები საქართველოს ენერგეტიკის სექტორს უფრო მდგრადს ხდის

ჯონ პენელი: ინოვაციური პროექტები საქართველოს ენერგეტიკის სექტორს უფრო მდგრადს ხდის

1713963469

საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური აშენდა. 

USAID მხარს უჭერს საქართველოში განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას კერძო სექტორის ჩართულობის გზით, რაც ტექნოლოგიური ინოვაციებისა და დაფინანსების ახალი მიდგომების წახალისებას ისახავს მიზნად. სწორედ ამის ნაწილია საპილოტე პროექტი, რომელიც ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. ლემშვენიერაში განხორციელდა.

USAID-ის მიისის დირექტორი საქართველოში ჯონ პენელი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მსგავსი პროექტები მომავალში საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მდგრადობას უზრუნველყოფს, რაც ასევე გააუმჯობესებს ეკონომიკას და შექმნის სამუშაო ადგილებს.

"მოხარული ვარ რომ ვიმყოფები გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც არიან საქართველოს ადგილობრივი მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაკავშირებს მუნიციპალიტეტთან, ასევე თიბისი ბანკთან და "აგრო იმპექსთან". რასაც ერთად ვაკეთებთ, ეს არის ინოვაციური გზა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ორიენტირებული ვიყოთ განახლებადი ენერგიების გაძლიერებაზე”- აცხადებს, ჯონ პენელი.

პირველი 216 კვტ. სიმძლავრის მოტივტივე მზის ელექტროსადგური ყოველწლიურად 300 000 კვტ. სთ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ამასთან, ელექტროსადგური სათბურის აირების წლიურ გაფრქვევას (ემისიას) 31,200 კგ. CO2 ექვივალენტით შეამცირებს. 

ცნობისთვის, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში (შემდგომში, პროგრამა) საპილოტე პროექტების მეშვეობით, მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, რათა მათ განახლებადი ენერგორესურსებით, ინოვაციური და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, მოთხოვნის მხარის მართვისა და ენერგეტიკის მართვის სისტემების გამოყენებით განახორციელონ საპილოტე პროექტები.

მაკა ქოჩლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით