საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით, 2024 წლის 20 აპრილს, 14:00 საათზე, D Block-ის სამუშაო სივრცეში (მის: სასტუმრო სტამბა, მ. კოსტავას ქ. 14) პირველად საქართველოში გაიმართება Microsoft for Startups ღონისძიება. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს Microsoft-ს მხრიდან პირველ აქტივობას კავკასიის რეგიონში. ღონისძიების მთავარი სპიკერი იქნება სპეციალურად მოწვეული სტუმარი - Microsoft-ის პარტნიორული განვითარების მრჩეველი ედრიან გეორგი (Adrian Gheorghe).
ღონისძიებას გახსნიან StrategEast-ის კავკასიის რეგიონალური დირექტორი ლიკა მერაბიშვილი, GITA-ს ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის უფროსი სალომე ნაფეტვარიძე და D Block-ის აღმასრულებელი დირექტორი ანი დაბრუნდაშვილი.
ღონისძიების მიზანია სტარტაპებისა და ინოვაციური IT კომპანიების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება. შეხვედრას დაესწრებიან სტარტაპების, IT კომპანიებისა და სხვა სექტორის წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ღონისძიება ღიაა და დასწრება შესაძლებელია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ღონისძიება D Block-ის მხარდაჭერით იმართება.