logo
Loading data...

საპენსიო სააგენტოს შესყიდვები Bmatch-ზე $341 მილიონია

საპენსიო სააგენტოს შესყიდვები Bmatch-ზე $341 მილიონია

1715183880

საპენსიო სააგენტო  Bloomberg-ზე პასიურდება. გასული წლის ზაფხულიდან სავალუტო საინვესტიციო პორტფელი $60 მლნ-ით გაზრდილია და ამ დროისთვის $341 მილიონს შეადგენს. საპენსიო ბლუმბერგის Bmatch პლატფორმაზე 2022-ის გაზაფხულიდან ვაჭრობს. 

სავალუტო დაბანდების ნახევარზე მეტი აქციებშია ინვესტირებული, ETF-ში, უცხოურ კორპორაციულ აქციების პაკეტში, რომელიც საფონდო ინდექსში შემავალი კომპანიის რეპლიკაციით დგება. 

ამ დროისთვის სავალუტო დაბანდებაზე, სულ, მოდის 18.9%. მოქმედი კანონით 20%-მდეა გათვალისწინებული და როგორც ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გურგენიძემ განაცხადა, ლიმიტი, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგაც არ იცვლება. 

მოქმედი, სამპაკეტიანი საპენსიო სქემით, დაბალრისკიან, კონსერვატიულ პაკეტში სავალუტოს წილი 20%-მდეა, საშუალორისკიან, დაბალანსებულ პაკეტში 40%-მდე  და მაღალრისკიანში 60%-მდე. 

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დამზოგველების 99% - 1 325 453 ბენეფიციარი კონსერვატიულ პაკეტს ფლობს. და მხოლოდ 1 % მოდის დაბალ და საშუალორისკიანზე. შესაბამისად, საპენსიო სქემის 4 835 და 5 141 მონაწილეზე. 

ეკონომიკის სამინისტროს ახლად ინიცირებული ცვლილებებით, დეპოზიტებთან, ობლიგაციებთან და აქციებთან ერთად აქტიურდება აქტივის ახალი კლასი, "სხვა აქტივები", რომელიც  ინფრასტრუქტურულ პროექტებში საინვესტიციო დაბანდებებს მოიცავს.

ამ კატეგორიის აქტივის წილი დაბალრისკიან პაკეტში, საკანონმდებლო ცვლილებებით, 15%-ით განისაზღვრება ( არსებული კანონით 0%-ია). 5%-5% ემატება საშუალო და მაღალრისკიან პაკეტებს, შესაბამისად ლიმიტი 20% და 25%-მდე იზრდება. 

ნინო შუბითიძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით