logo
Loading data...

2024 წლის I კვარტალში, საქართველოდან რეზიდენტმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ ₾455.5 მლნ დახარჯეს - საქსტატი

2024 წლის I კვარტალში, საქართველოდან რეზიდენტმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ ₾455.5 მლნ დახარჯეს - საქსტატი

1715325780

2024 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 642.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 9.7%-ით  მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, - ამის შესახებ ინფორმაციას 'საქსტატი" ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.1%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების  მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების  რაოდენობამ 521.6 ათასი შეადგინა, რაც 16.3%-ით  მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 328.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 28.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 48.4%, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.5%-ს შეადგენდა. 

2024 წლის I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (34.6 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 204.8 ათასი და 90.0 ათასი ვიზიტი.

2024 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.4 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.1 ღამე) 5.3%-ით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 97.9% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2024 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 455.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 22.3%- ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის I კვარტალთან შედარებით 5.1%-ით გაიზარდა და 873.1 ლარი შეადგინა.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით