logo
Loading data...

Qantas Airways-ი გაუქმებულ რეისებზე ბილეთების გაყიდვისთვის $66 მლნ-იან ჯარიმას გადაიხდის

Qantas Airways-ი გაუქმებულ რეისებზე ბილეთების გაყიდვისთვის $66 მლნ-იან ჯარიმას გადაიხდის

1715239020

ავსტრალიურმა ავიაკომპანიამ Qantas Airways-მა განაცხადა, რომ დათანხმდა 100 მილიონი ავსტრალიური დოლარის (66 მლნ აშშ დოლარი) ჯარიმის გადახდას სარჩელის საპასუხოდ. კომპანიას უკვე გაუქმებული ფრენების ათასობით ბილეთის უკანონო გაყიდვაში ადანაშაულებენ.

ჯარიმა ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ დაამტკიცა.

ამასთან, როგორც ავსტრალიის კონკურენციისა და მომხმარებელთა კომისიასთან (ACCC) შეთანხმების ნაწილი, Qantas-ი დამატებით 20 მილიონი ავსტრალიური დოლარის კომპენსაციას გადაუხდის მგზავრებს, რომლებიც რეისების გაუქმებით დაზარალდნენ. თითოეული დაზარალებული კლიენტი 225-დან 450 ავსტრალიურ დოლარამდე თანხას მიიღებს.

ცნობისთვის, ACCC-მა Qantas-ს გასულ აგვისტოში უჩივლა. მისი მტკიცებით, ზოგიერთ შემთხვევაში, ავიაკომპანიის ფრენები რეისების გაუქმებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში მაინც იყიდებოდა.

ავიაკომპანიის განცხადებით, ფულადი სახსრების გადაცემა რემედიაციისა და ჯარიმისთვის მომდევნო ფინანსურ წელს დაიწყება.

ეკა გაზდელიანი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით