logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ამერიკული  ბრენდი Cinnabon-ი  თბილისში, რიგით მეორე ფილიალის გახსნას გეგმავს

ამერიკული  ბრენდი Cinnabon-ი  თბილისში, რიგით მეორე ფილიალის გახსნას გეგმავს

1716187380

თბილისის გასტრონომიულ ბაზარზე ერთი წლის  წინ გახსნილი კაფე-საცხობის საერთაშორისო ბრენდი Cinnabon-ი  ფართოვდება. კომპანია  2024  წლის შემოდგომაზე, თბილისში ახალ ფილიალის გახსნას გეგმავს.  

როგორც Cinnabon Georgia-ს კომუნიკაციების დირექტორი  ქეთი ფეიქრიშვილი „ბიზნესპარტნიორთან’’ აცხადებს, გაფართოების გადაწყვეტილება კომპანიამ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღო.

რაც შეეხება  იმას, თუ  სად გაიხსნება ახალი ობიექტი და რა ინვესტიციით, ამას ფეიქრიშვილი არ აკონკრეტებს. 
მისი თქმით, Cinnabon-ის რიგით მეორე ფილიალი დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში განთავსდება. უკვე მომავალი წლიდან კი ამერიკული  ბრენდი გაფართოებას რეგიონების მიმართულებითაც გააგრძელებს და რამდენიმე დიდ ქალაქშიც გახსნის ფილიალს. საწყის ეტაპზე, ეს შეიძლება ზღვისპირა კურორტი ბათუმი იყოს.

იქიდან გამომდინარე, რომ Cinnabon-ი ტურისტებისთვის კარგად ცნობილი ბრენდია, მომხმარებლების დაახლოებით 60-70%-მდე უცხოელები არიან. ქეთი ფეიქრიშვილის თქმით, Cinnabon-ის დესერტებმა  ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გახსნისთანავე დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურეს. 

რაც შეეხება ასორტიმენტს, კაფე-საცხობში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის დესერტები თბილი ცომის, დარიჩინისა და შოკოლადის არომატით - მსოფლიოში განთქმული დარიჩინის როლები, რომელიც  Cinnabon-ის სავიზიტო ბარათია. ასევე მრავალფეროვანი უალკოჰოლო  სასმელების ასორტიმენტი, რომელიც ყველა სეგმენტის მომხმარებლისთვის არის გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გასტრონომიულ ბაზარზე Cinnabon-ის ბრენდის კაფე-საცხობი 2023 წლის 16 მაისს გაიხსნა. რაც შეეხება თავად ბრენდს, ის  1985 წელს, აშშ-ში დაარსდა.

მარი ჩიტაია 

გამოგვყევით