logo
Loading data...

თორნიკე ცირამუა: Product Hunt-მა გამარჯვება წაგვართვა

თორნიკე ცირამუა: Product Hunt-მა გამარჯვება წაგვართვა

1712929740

Product Hunt-მა გამარჯვება წაგვართვა!, - ამის შესახებ კომპანია Biliki.AI-ს დამფუძნებელი თორნიკე ცირამუა სოციალურ ქსელში წერს.

თორნიკე ცირამუა Product Hunt-ისგან განმარტებას ითხოვს - რატომ მოხდა "ბილიკის" კონკურსიდან გამოთიშვა. მისივე ინფორმაციით, მათ კონკურსის არც ერთი წესი არ დაურღვევიათ.

''როგორც იცით Product Hunt-ზე კონკურსში ვიღებდით მონაწილეობას, სადაც გამარჯვებისთვის ხმის მიცემა იყო საჭირო. კონკურსი 24 საათიანი იყო და მთელი დღის და ღამის განმავლობაში პირველ ადგილზე ვიყავით და საშუალოდ 90 ხმით ჩამოგვრჩებოდა კონკურენტი. ვუსწრებდით ისეთ კონკურენტებს, რომელთაც 30 მილიონიანი ინვესტიცია აქვთ მოზიდული და წარმოიდგინეთ ჩვენნაირი პატარა სტარტაპისთვის რამხელა გამარჯვება იქნებოდა.

კონკურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, 24 საათი არ გვძინებია მთელ გუნდს და ვადევნებდით თვალს პროცესს. გამთენიისას 4:30-ზე, Biliki AI ქრება კონკურსიდან და გვაკლდება 150 ხმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. როგორც ახლა გავარკვიეთ, დააფიქსირეს ბოტების აქტივობა ჩვენს ხმებში, ისე რომ არ გვეუბნებიან რას გულისხმობენ ბოტებში. ზუსტად ვიცით, რომ მივყვებოდით მათ წესებს და საუკეთესო პრაქტიკებს, შესაბამისად არ ყოფილა ჩვენი მხრიდან წესებიდან გადახვევა. თქვენი მხარდაჭერით, ვახერხებდით გამარჯვებას, რომელიც აღიარებასთან ერთად, მოგვიტანდა ცნობადაობას, რომელიც მოვასწარით და მივიღეთ, ახალ პარტნიორობებს და საინვესტეციო შესაძლებლობებს. ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის პატარა გამარჯვება მოგვეტანა და საერთაშორისო დონეზე გაგვეტანა საქართველო. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ და გვაქვს უსამართლობის შეგრძნება. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ამ ამბავს ასე არ დავტოვებთ და გვჯერა, რომ შევძლებთ ჩვენი ხმების და სტატუსის დაბრუნებას!'', - წერს ცირამუა.

ცნობისთვის, Product Hunt-ზე მსოფლიოდან, ახალი პროდუქტები ეშვებიან. ეს ტექნოლოგიების სფეროსთვის და სტარტაპებისთვის არის როგორც "ოსკარი". Product Hunt-ზე ისეთი კომპანიები გაეშვნენ და პირველად წარადგინეს თავის პროდუქტი როგორიც არის: ChatGPT, Canva, Notion, Stripe, TikTok და სხვა მრავლი წარმატებული კომპანია. ამ პლატფორმაზე არსებული "იუზერები", რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ პროდუქტების შექმნაში, განხილვაში და ტექ. და სტარტაპ სფეროს წარმოადგენენ, ხმის მიცემით, პროდუქტის მიმოხილვით და კომენტარებით ირჩევენ საუკეთესო პროდუქტს, დღის, კვირის, თვის.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით