logo
Loading data...

"სამოსელი პირველი" - პროდუქციაზე მოთხოვნა, დაახლოებით, 70%-ით გაიზარდა

"სამოსელი პირველი" - პროდუქციაზე მოთხოვნა, დაახლოებით, 70%-ით გაიზარდა

1715329281

პროდუქციაზე მოთხოვნა, დაახლოებით, 70%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ "სამოსელი პირველის" დირექტორი ანა ნინუა „ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს.

მისივე თქმით, "სამოსელი პირველის" მომხმარებლები არიან როგორც ადგილობრივები, ასევე უცხოელები.

"მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური შეკვეთების მიღება ამ ეტაპზე შევწყვიტეთ მოთხოვნა და ინტერესი სულ უფრო იზრდება. ინდივიდუალურად ვკერავთ მხოლოდ  საქორწინო კაბებს და ჩოხებს. ამ ეტაპზე მთლიანად ორიენტირებულები ვართ მაღაზიაზე. გვირჩევნია მაღაზიაში იყოს ფართო ასორტიმენტი ზომებში, ვიდრე ინდივიდუალური შეკვეთები მივიღოთ. ძირითადად სულ ცარიელი იყო მაღაზია და ვერ ვასწრებდით შევსებას. ჩვენი მომხმარებლების 40% უცხოელები არიან.

რაც შეეხება ფასებს - საქორწინო კაბის ფასი 15 000 ლარამდე მერყეობს. კაბების ფასები კი წინა წელთან შედარებით გაზრდილია.

გარდა ამისა, ჩვენ ამ ეტაპზე ვუკერავთ თავდაცვის ძალებს ახალუხებს და ასევე, ფეხსაცმელებს", - აცხადებს ანა ნინუა.

"სამოსელი პირველი" პანდემიამდე პროდუქციის ექსპორტზე გატანას აპირებდა, თუმცა აღნიშნული გეგმა დააპაუზა.

"ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები ქვეყნებთან, გარკვეულწილად პანდემიამ შეგვიშალა ხელი და შემდეგ ჩვენც ორიენტირება მაღაზიაზე და ადგილობრივ ბაზარზე გადავიტანეთ", - განაცხადა ანა ნინუამ.

მანვე აღნიშნა, რომ „სამოსელი პირველის“ მომხმარებელი ძირითადად, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე პირები არიან.

კომპანია 2009 წელს დაარსდა, ხოლო პირველი მაღაზია 2010 წელს გაიხსნა. ამჟამად ბაზარზე კომპანიას თბილისში ერთი ბრენდული მაღაზია აქვს, რომელიც 2023 წელს გახსნა.

კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ეროვნული სამოსისა და აქსესუარების დამზადების ტრადიციების შესწავლასა და გაცოცხლებას, თანამედროვე ქართველთა ყოფიერებაში ეროვნული საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წარმოჩენას.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით