logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

დორტმუნდში მდებარე ქართული რესტორნები EURO2024-ის პერიოდში მომხმარებლების ზრდას ელოდებიან

დორტმუნდში მდებარე ქართული რესტორნები EURO2024-ის პერიოდში მომხმარებლების ზრდას ელოდებიან.

როგორც  გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდში არსებული ქართული რესტორნების "გრანდ სულიკოსა" და "ხარებას" დირექტორმა ფარიდ მირზაევმა "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, მომხმარებლების მხრიდან დაინტერესება უკვე არის.

მისივე ინფორმაციით, რესტორნის მომხმარებლები ძირითადად ქართველები არიან.

"ჩვენს რესტორნებში ჯერჯერობით არ არის დაჯავშნილი ადგილები, თუმცა რეკავენ და გვეკითხებიან, თუ შეგვიძლია გამასპინძლება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და რა თქმა უნდა,ყოველთვის მზად ვართ გაუმასპინძლდეთ სტუმრებს. ჩვენი მომხმარებლები არიან თითქმის ყველა ქვეყნის მოქალაქეები, თუმცა უმრავლესობა ქართველები არიან. რა თქმა უნდა, ველოდებით სტუმრების რაოდენობის ზრდას. არა მარტო გერმანიაში, არამედ მთელი მსოფლიოს მოსწონთ ქართული კერძები. ჩვენთან ყველაზე ოპულარული ქართული კერძებია: ხინკალი, ხაჭაპური, შქმერული, ხარჩო და ოჯახური", - აცხადებს ფარიზ მირზაევი.

ცნობისთვის, დორტმუნდში ქართული რესტორანი "გრანდ სულიკო" 3 წლის წინ გაიხსნა, ხოლო რესტორანი "ხარება" გაიხსნება 25 მაისს იხსნება, სადაც ქართველი შეფ-მზარეული ედიშერ კვატაშიძე იქნება.  

რაც შეეხება, EURO2024-ზე საქართველოს მონაწილეობას, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს. საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია: 18 ივნისი, ქალაქი დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ - თურქეთი – საქართველო; 22 ივნისი, ქალაქი ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი" - საქართველო – ჩეხეთი; 26 ივნისი, ქალაქი გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ - საქართველო-პორტუგალია.

გამოგვყევით