logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

წნორში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა - ბიუჯეტი ₾2.3 მლნ-ია

წნორში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა - ბიუჯეტი ₾2.3 მლნ-ია

1738572834

წნორში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება" საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს. 

მათივე ინფორმაციიტ,  პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. 

"სპორტულ კომპლექსში მოეწყო კომბინირებული - მინი ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის საერთაშორისო სტანდარტების მოედანი, 150 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით. მოედნის გარდა, სპორტული კომპლექსი მოიცავს მულტიფუნქციურ სივრცეს ფიზიკური მომზადებისა და ჭიდაობისთვის, ქალთა და მამაკაცთა გასახდელებსა და საშხაპეებს, ადმინისტრაციის, მწვრთნელების, მსაჯების და სამედიცინო ოთახებს.  ახალი სპორტული კომპლექსი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს.

წნორის სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 300 000 ლარით დაფინანსდა,"-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით