საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს კანდიდატურები წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საკითხს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს.
„შემდეგი საკითხი გახლავთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი პირები, რომლებიც პრეზიდენტმა წარმოადგინა. როგორც იცით, არის ოთხი ვაკანსია და პრეზიდენტმა წარმოადგინა ვაკანსიაზე კანდიდატები, კერძოდ: ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ნინო ჯელაძე, ლევან ძნელაძე. საკითხი განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცემა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1tv.ge