logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

შემეცნებითი ტური "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში"

შემეცნებითი ტური "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში"

1738140458

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აგრძელებს შემეცნებით ტურებს. 2025 წლის პირველი შემეცნებითი ტურის ფარგლებში სსე-ის სათავო ოფისს თბილისის „ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის“ მოსწავლეები ეწვივნენ.

შემეცნებითი ტურის პირველი ნაწილი დაეთმო პრეზენტაციებს. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს, როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, ასევე ზოგადი ენერგეტიკის თემაზე, მათ შორის განახლებადი ენერგიის წარმოებასა და მის განვითარებაზე, ენერგეტიკის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.

უფროსკლასელებმა მოინახულეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და გაეცნენ მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე.

შემეცნებითი ტურის მეორე ნაწილის ფარგლებში უფროსკლასელებმა დაათვალიერეს ქვესადგური „ნავთლუღი 220“. ადგილზე მიიღეს ინფორმაცია ელექტროგადამცემი ხაზებისა და ზოგადად ქვესადგურების ფუნქციონირების შესახებ, უშუალოდ ჩაერთნენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობით ელექტროგადამცემი ხაზების შემოწმების პროცესში. მოსწავლეებს ინფორმაცია გააცნეს სსე-ის სასწავლო ცენტრის შესახებ, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები უსასყიდლოდ გადიან სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებით ტურებს 2016 წლიდან ატარებს, რაც, პირველ რიგში, ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესებას ემსახურება. სსე ორიენტირებულია, მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები. შემეცნებითი ტურები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

გამოგვყევით