კასპის საკონსერვო ქარხანა (შპს TMT) საექსპორტო მიმართულებებს აფართოებს. კომპანია ესპანეთის, საფრანგეთის და დუბაის ბაზარზე გასასვლელად ემზადება.
როგორც "ბიზნესპარტნიორს" კომპანიის დირექტორმა ოთარ მერებაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ ქვეყნებში ნიმუშები უკვე გაგზავნილია.
"რა თქმა უნდა, მუდმივად ვცდილობთ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას. ველოდებით პასუხებს აღნიშნული სამი ქვეყნიდან და სავარაუდოდ, პირველ ექსპორტს მაისში განვახორციელებთ", - აცხადებს ოთარ მერაბიშვილი.
კომპანიის პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში უკვე იყიდება, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, აშშ-ში, ისარაელში, კანადაში, ავსტრიაში, ტარზანიაში და ა.შ. ოთარ მერაბიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ჯამში ექსპორტზე წარმოების, დაახლოებით, 60-70% იყიდება.
ადგილობრივ ბაზარზე კი TMT-ს პროდუქცია წარმოდგენილია მსხვილ სუპერმარკეტებში.
შეგახსენებთ, კასპის საკონსერვო ქარხანა (შპს TMT) 2006 წელს, კასპის საკონსერვო კომბინატის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებდა. კომპანია აწარმოებს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქციის ნაირსახეობებს, ჯამში 40 სახეობამდე. მათ შორის, ბოსტნეულის კონსერვებს, საწებელებს, მურაბებს, ჯემებს და ა.შ.