ვაჭრობისა და ტარიფების ომში გამარჯვებული არავინაა, – ასე ეხმაურებიან ჩინეთში აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომ უკეთესი იქნება, არ დაუწესოს გადასახადები ჩინეთს და პეკინს შეთანხმების დადება შესთავაზა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა ერთნაირად მომგებიანია ორივესთვის.
„ვაჭრობისა და ტარიფების ომში გამარჯვებული არავინაა, ის არცერთი მხარისა და მსოფლიოს ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა.
1tv.ge