logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Meta-სა და დონალდ ტრამპს შორის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა, Meta კომპენსაციის სახით $25 მლნ-ს გადაიხდის

Meta-სა და დონალდ ტრამპს შორის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა, Meta კომპენსაციის სახით $25 მლნ-ს გადაიხდის

1738234727

კომპანია Meta-სა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის ოთხი წლის წინ დაწყებული სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა.

ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.

საქმე ეხებოდა სოციალურ ქსელებში ტრამპის ანგარიშების დაბლოკვას, რაც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ მოხდა.

მედიის ცნობით, Meta კომპენსაციის სახით გადაიხდის 25 მილიონ დოლარს, საიდანაც 22 მილიონი დოლარი გადაეცემა ტრამპის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფონდს. დარჩენილი თანხით დაიფარება სამართლებრივი ხარჯები და სხვა მოსარჩელეთა მოთხოვნები.

კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, მორიგების პირობები არ ავალდებულებს Meta-ს, აღიაროს რაიმე სახის გადაცდომა.

კომპანია Meta-მ ტრამპის სოციალური მედიის ანგარიშები 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების შემდეგ დაბლოკა. ტრამპის ანგარიშები Facebook-სა და Instagram-ზე 2023 წლის თებერვლამდე იყო დაბლოკილი.

1tv.ge 

გამოგვყევით