logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ანაკლიის ნავსადგური ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ უშუალოდ საქართველოსთვის"

"ანაკლიის ნავსადგური ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ უშუალოდ საქართველოსთვის"

1738569110

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტალღმტეხელის მოდელის ლაბორატორიული ტესტირების პროცესი კონსორციუმ Jan De Nul NV-ის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა,  რომელიც ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. 

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის ანაკლიის პროექტის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც გამოცდილი და მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია DHI წარმართავს. 

„ჩვენ რეალური მოდელის მაგალითზე დეტალურად განვიხილავთ იმას, თუ რის აშენებას ვაპირებთ მომავალში. კომპანია DHI სპეციალიზდება რეალური მოდელების აგებაში. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხარისხს. ანაკლიის ნავსადგური ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ უშუალოდ საქართველოსთვის. ამ ტიპის პროექტები ხანგრძლივ საექსპლუატაციო ვადაზეა გათვლილი და თითოეული დეტალი საფუძვლიანად დაფიქრებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ ვრთავთ პროექტში სხვადასხვა სპეციალისტს“, - განაცხადა Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა.

კომპანიის ორგანიზებით გამართულ ტალღმტეხელის მოდელის ლაბორატორიული ტესტირების პროცესს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა დაესწრნენ. ვიზიტისას მხარეებმა ასევე ტალღმტეხის კონფიგურაცია და კვლევის შემდგომი ეტაპის გეგმა/გრაფიკები შეათანხმეს.

გამოგვყევით