logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავა - "საქართველოში საფინანსო სექტორი მყარი და სტაბილურია"

ნათია თურნავა - "საქართველოში საფინანსო სექტორი მყარი და სტაბილურია"

1738305360

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ საქართველოში საფინანსო სექტორი მყარი და სტაბილურია. მისი თქმით, ქვეყანაში საამაყო გამორჩეული საფინანსო სისტემა გვაქვს, რომელიც ბევრ ევროპულ ანალოგს უსწრებს.

“რა არ მოხდა, როგორი შეძახილები არ იყო ბანკების მისამართით. იყო მოწოდებები: გაიფიცეთ, პარალიზება მოახდინეთ, დეპოზიტები გაიტანეთ. ყველაფერს უძლებს ჩვენი საფინანსო სექტორი. არის მყარი, განვითარებული, მენეჯმენტი მოწოდების სიმაღლეზეა,”-აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საუბრისას განაცხადა,  ბანკების ლიკვიდობის მაჩვენებელი, მათი ფულადი რესურსი მაღალია.

“ლიკვიდობის მაჩვენებელი 17 მლრდ-ზე მეტი იყო და წლის ბოლოს კიდევ უკეთესი ნიშნული გვაქვს. ამას ვაქვეყნებთ ხოლმე პერიოდულად და მერწმუნეთ, რომ საკმაოდ დიდი რისკების თავიდან აცილება და გაძლება შეუძლიათ ჩვენს ბანკებს. ჩვენ სტრეს-ტესტები გვაქვს ორი წელია შემოღებული, რომლითაც თითოეული ბანკის შესაძლებლობას ვტესტავთ, რომ უპასუხოს რაიმე რისკს ან დარტყმას. გარდა ამისა, არის მექანიზმი შემუშავებული. იმ შემთხვევაში, რამე პრობლემა ერთ ბანკს თუ შეექმნება თუ როგორ შეიძლება რომ არ დაზარალდეს არცერთი დეპოზიტარი. ასე რომ, ბანკები დღესდღეობით არიან ძალიან ძლიერები. მათ აქტივების კარგი ხარისხი აქვთ. პრობლემური სესხების რაოდენობა არის ისტორიულად დაბალი, კარგი ბუფერები გააჩნიათ. საამაყო გამორჩეული საფინანსო სისტემა გვაქვს, რომელიც ბევრ ევროპულ ანალოგს უსწრებს,"-აღნიშნა ნათია თურნავამ.

გამოგვყევით