logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

დონალდ ტრამპი ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესებას გეგმავს

დონალდ ტრამპი ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესებას გეგმავს

1738577251

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უახლოეს ხანში ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესებას გეგმავს.

„კონკრეტული გრაფიკი არ მაქვს, მაგრამ ეს საკმაოდ მალე მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.

რესპუბლიკელი პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი აშშ-ს „ბოროტად იყენებდა“ . ტრამპის განცხადებით, აშშ-ის სავაჭრო დეფიციტმა ევროკავშირთან ურთიერთობაში 300 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ტრამპმა ასევე არ გამორიცხა, რომ ტარიფები, შესაძლოა, ბრიტანულ პროდუქციაზეც დაწესდეს, თუმცა აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთთან ამ საკითხზე, შესაძლოა, შეთანხმება შედგეს.

„გაერთიანებულ სამეფოსთან ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ ევროკავშირთან აუცილებლად მოხდება. შემიძლია გითხრათ, რომ მათ ნამდვილად გამოგვიყენეს, როგორც ვთქვი, ჩვენ 300 მილიარდ დოლარზე მეტი დეფიციტი გვაქვს. ისინი არ იღებენ ჩვენს მანქანებს, არ იღებენ ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. ისინი თითქმის არაფერს იღებენ, ჩვენ კი ყველაფერს ვიღებთ – მილიონობით მანქანას, უზარმაზარი რაოდენობით საკვებსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს“, – განაცხადა ტრამპმა

ევროკავშირში სინანული გამოთქვეს ტრამპის გადაწყვეტილების გამო და განაცხადეს, რომ ბრიუსელი აპირებს, „გადამჭრელი პასუხი გასცეს“ ნებისმიერი სავაჭრო პარტნიორის ქმედებებს, რომელიც უსამართლოდ ან თვითნებურად აწესებს ტარიფებს.

მანამდე ტრამპმა ტარიფები დააწესა კანადის, ჩინეთისა და მექსიკის პროდუქციაზე. აშშ-ის მეზობელი ქვეყნების, კანადისა და მექსიკის საქონელზე გადასახადი 25 პროცენტამდე იქნება, კანადურ ენერგორესურსებზე კი – 10 პროცენტი. ათპროცენტიანი განაკვეთი დაწესდა ჩინურ საქონელზეც. ტრამპის ეს ნაბიჯი გააკრიტიკეს ოტავაში, პეკინსა და მეხიკოში და განაცხადეს, რომ საპასუხო ზომებს მიიღებენ.

1tv.ge 

გამოგვყევით