logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

1772176680

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.9 პროცენტი შეადგინა.

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ვაჭრობის სექტორში.

2026 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები. 

გამოგვყევით