logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

Georgian Travel Club: "უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდოეთის ბაზარი საქართველოსთვის ძალიან საინტერესოა"

Georgian Travel Club: "უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდოეთის ბაზარი საქართველოსთვის ძალიან საინტერესოა"

1738586581

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.  საქართველო  OTM 2025-ზე დიდი დელეგაციით და ეროვნული სტენდით წარდგა.  საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45-მდე კერძო კომპანია მონაწილეობდა.

„ძალიან კმაყოფილები ვართ წლევანდელი გამოფენით. ჩვენი ყოველი დღე დატვირთული იყო ძალიან კარგი, პროდუქტიული და საქმეზე ორიენტირებული შეხვედრებით. უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდოეთის ბაზარი საქართველოსთვის ძალიან საინტერესოა, გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის ვართ ეგზოტიკური ქვეყანა, ასევე გასათვალისწინებელია ინდოეთში მოსახლეობის რაოდენობა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ინდოეთის მრავალ მილიონ მოქალაქეს იმის ფინანსური რესურსი აქვს,  წელიწადში მინიმუმ ერთხელ, თუ არა რამდენჯერმე იმოგზაუროს უცხოეთში. შესაბამისად, მათთან სწორი გზებით მიტანილი ინფორმაცია საქართველოს შესახებ ძალიან კარგ განვითარების საშუალებას მისცემს ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, რაც ჩემი პირადი რწმენით აისახება არა მხოლოდ ტურიზმის მიმართულებით, არამედ თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობაზე“,-განაცხადა Georgian Travel Club-ის წარმომადგენლებმა შოთა გუბელაძემ.

OTM 2025-ზე, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.

გამოგვყევით