logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ირაკლი კობახიძე - გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქცია

ირაკლი კობახიძე - გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქცია

1738762454

ყაზახეთთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ვიზიტი იმართება, სწორედ, ყაზახეთში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ყაზახეთთან აქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა.

ჩვენ დღეს ვისაუბრეთ მრავალ თემაზე, რაც უკავშირდება ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას მისი ისტორიული ფუნქცია, ეს არის დაკავშირებადობის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია და ამ კუთხით საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ჩვენ დღეს ვისაუბრეთ სხვადასხვა პროექტზე, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. ვფიქრობ, რომ არის ძალიან დიდი პერსპექტივა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა თემაზე. გარდა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხებისა, სხვადასხვა სფეროში შევეხეთ ჩვენ თანამშრომლობის პერსპექტივებს, როგორიცაა კულტურა, სპორტი, განათლება და ა.შ. ყველა მიმართულებით გვექნება პროგრესი, რაც არის მნიშვნელოვანი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ყაზახეთისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

“USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას და ქვეყნის არევას”

“USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას და ქვეყნის არევას”

გამოგვყევით