logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0.8%-ით გაიზარდა

აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0.8%-ით გაიზარდა

1716197646

2024 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.9 პროცენტიანი მატება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

მონაცემების თანახმად, 2024 წლის მარტთან შედარებით ფასები 9.0 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.52 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.9 პროცენტი), რამაც 0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება სასმელებზე (1.9 პროცენტი) და ძირითად ქიმიურ ნივთიერებებზე და ქიმიური პროდუქტებზე (10.1 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 3.6 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.41 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 19.7 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (21.8 პროცენტი);

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.68 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (6.0 პროცენტი) და სასმელები (9.5 პროცენტი);

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 9.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.91 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 8.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.19 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

გამოგვყევით