2026 წლის 8 თვეში საქართველოში შოკოლადის იმპორტი შემცირდა.
"საქსტატის" მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 68.3 მლნ დოლარის ღირებულების შოკოლადისა და კაკაოს შემცველი პროდუქტები შემოვიდა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით ნაკლებია. შოკოლადის იმპორტი ათეულობით ქვეყნიდან განხორციელდა. ყველაზე დიდი მოცულობით კი პროდუქტი რუსეთიდან, უკრაინიდან და პოლონეთიდან შემოვიდა.
შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტების იმპორტი ქვეყნების მიხედვით:
რუსეთი - 18.1 მლნ დოლარი
უკრაინა - 17 მლნ დოლარი
პოლონეთი - 6 მლნ დოლარი
თურქეთი 4.9 მლნ დოლარი
სომხეთი 4.8 მლნ დოლარი
ბელგია 2.9 მლნ დოლარი
გერმანია 2.7 მლნ დოლარი
იტალია 2.1 მლნ დოლარი
რაც შეეხება ექსპორტს, რვა თვეში ქვეყნიდან 12.2 მლნ დოლარის ღირებულების შოკოლადი გავიდა. საიდანაც ადგილობრივი წარმოების მხოლოდ 3.3 მილიონი დოლარის ღირებულების იყო. ძირითადი წილი (8.9 მლნ დოლარის ღირებულების ექსპორტი) კი რეექსპორტზე მოდიოდა.
ადგილობრივი წარმოების შოკოლადი ექსპორტზე ძირითადად უზბეკეთში გავიდა.