logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

1791210000

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს, რომელიც  ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებულ მდგომარეობასა და მაკროეკონომიკურ პარამეტრებს შეეხება.

ეროვნული ბანკის ცნობით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით, ფასების საერთო დონემ 0.4% ით მოიმატა.

მათივე ინფორმაციით, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, სექტემბერში 3.5% შეადგინა, ხოლო მომსახურების ინფლაცია 3.7%-ს გაუტოლდა.

“საბანკო სექტორში აგვისტოში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების წლიური ზრდის ტემპი 0.2 პპ-ით დაჩქარდა და 14.8% შეადგინა.

“დეპოზიტების დოლარიზაცია ივლისში 0.1 პპ-ით გაიზარდა და 43.2% შეადგინა. აგვისტოში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ 41.2% შეადგინა.

საქონლის იმპორტი წლიურად 4.3%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. აგვისტოს იმპორტის ზრდა ძირითადად შუალედური მოხმარების საქონელმა განაპირობა, რომლის კონტრიბუციამ მთლიან იმპორტში 5.6 პპ შეადგინა

საქონლის ექსპორტი 24.7%-ით გაიზარდა და 752.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აგვისტოში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა დაფიქსირდა ყველა დანიშნულების სასაქონლო ჯგუფში

აგვისტოს მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 613.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და 8.1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა”,-აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

გამოგვყევით