logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

1795508940

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 15 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

მათი ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის ასევე, მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული ჯამში - 881 კოლოფი სიგარეტი აღმოაჩინეს.

როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჩამოერთვათ არადეკლარირებული საქონელი და თითოეული სანქციის სახით 1000 ლარით დაჯარიმდა.

გამოგვყევით