logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

გრძელვადიანი საცალო ანაბრების 80% სავალუტოა

ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია კვლავ მაღალია. სებ-ის თვის მიმოხილვით, ბანკების საცალო ანაბრების პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტი 64.3%-ია. 

სებ-ის ინტერაქტიული მიმოხილვით, სავალუტო ანაბრების წლიური ზრდის ტემპი 1.1%-ით გაიზარდა. ლარში კი პირიქით, ბოლო საანგარიშო, მარტის თვის სტატისტიკით, ზრდის ტემპი 0.8 პროცენტული პუნქტით შენელდა.

ეროვნულ ვალუტაზე, ფიზიკური პირების გრძელვადიანი დეპოზიტების (ვადა: 5-დან,10 წლამდე) მხოლოდ 19% მოდის. საცალო მეანაბრეების 5-10 წლიანი დანაზოგი 51.3 მლნ ლარია. დანარჩენი >80% კი სავალუტო  ანაბრებია. 269 მლნ ლარიდან, 217 მლნ ლარის ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში (ძირითადად აშშ დოლარსა და ევროში).

სულ, საბანკო სექტორშო Q1/2024-ის მდგომარეობით 14.2 მლრდ ლარი საცალო ანაბრებია.

ბანკების რეიტინგი ფიზიკური პირების დეპოზიტებით

საქართველოს ბანკი 12 767 800 17,37  
თიბისი ბანკი   9 831 112 17,01  
ლიბერთი ბანკი   1 791 778 2,730  
ბაზისბანკი   1 100 544 1,879  
ქართუ ბანნნნნნკი   0 501 622 0,978  
ტერა ბანკინნნნნნ   0 484 664 0,916  
პროკრედიტ ბანკ    0 496 5 4  0.886  

წყარო: ბანკები (000 ₾)

გამოგვყევით