logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

2024 წელს კომპანიის გაყიდვები 25%-ით გაიზარდა - Chizzzy

გაყინული ხაჭაპურის მწარმოებელი ერთადერთი კომპანია Chizzzy-ის  დამფუძნებლის გიორგი ბოჭორიშვილის განცხადებით, 2024 წელს მათი გაყიდვები 25%-ით გაიზარდა. 

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, მათი მომხმარებლები ძირითადად ადგილობრივები არიან, თუმცა მცირე წილი უცხოელ მომხმარებლებს უკავიათ.

"ტენდენცია იყო მზარდი და იმედი მაქვს, რომ წელსაც შევინარჩუნებთ ამას. გვინდა, რომ უფრო მეტად განვვითარდეთ და ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ", - აღნიშნა გიორგი ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება ახალი წლის პერიოდს - კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე აღნიშნულ პერიოდში შეკვეთები თითქმის არ ყოფილა. 

"შექმნილი ვითარების ფონზე მომავალზე საუბარი მიჭირს. რთული პერიოდია, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მდგომარეობა დასტაბილურდება. ჩვენი მიზანია არ გავჩერდეთ და წინსვლა განვაგრძოთ", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი. 

ცნობისთვის, Chizzzy-ს გაყინული აჭარული ხაჭაპური მცირე რაოდენობით იწარმოება და  თბილისის მასშტაბით ჰიპერმარკეტებში იყიდება. ეს არის ქართული სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს 10 წუთში მოსამზადებელ ვაკუუმ შეფუთვაში ნახევრად გამომცხვარ აჭარულ ხაჭაპურს გაყინული სახით სთავაზობს.

კომპანია ბაზარზე ვართ 2021 წლიდან ფუნქციონირებს და 8 ადამიანს ასაქმებს.

გამოგვყევით