logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საპენსიო აქტივების მოცულობა 2025 წლის დასაწყისითვის ₾6 მლრდ-ს აჭარბებს - სააგენტო

საპენსიო აქტივების მოცულობა 2025 წლის დასაწყისითვის ₾6 მლრდ-ს აჭარბებს - სააგენტო

1736756777

საპენსიო აქტივების მოცულობა 2025 წლის დასაწყისითვის 6 მილიარდ ლარს აჭარბებს. აქედან 4 მილიარდ ნახევარზე მეტი საპენსიო მონაწილეების შენატანებია, მილიარდ 440 მილიონი კი საინვესტიციო საქმიანობიდან დარიცხული საპროცენტო სარგებელია. 

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 15.3% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 14.3% და 12.8% იყო.

აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. ნოემბრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 50.8%, დაბალანსებულში 29.9%, ხოლო კონსერვატიულში 16.2% იყო.

სისტემის მონაწილეებს პორტფელის შეცვლა და დაბალანსებულ ან დინამიკურ საინვესტიციო პორტფელზე გადასვლა საკუთარი განაცხადის საფუძველზე შეუძლიათ.

გამოგვყევით