logo
Loading data...

"აგროსფეროს" სპონსორობით არტიზანული ღვინის ფესტივალი 2024 გაიმართა

"აგროსფეროს" სპონსორობით არტიზანული ღვინის ფესტივალი 2024 გაიმართა

1716211910

8 მაისს, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში ორგანიზაცია „ღვინისა და გასტრონომიის ამბასადორები საქართველოდან“ ორგანიზებით არტიზანულ ღვინის ფესტივალი 2024 ჩატარდა. მასში მონაწილეობა 60-ზე მეტმა მცირე საოჯახო მარანმა მიიღო. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა დაეგემოვნებინა და შეეძინა ქართული წარმოების რჩეული ღვინოები.

არტიზანული ღვინის ფესტივალი 2024-ის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო იყო.

აგროსფერო“ სიამოვნებით უერთდება ყველა ინიციატივას, რომელიც სოფლის მეურნეობის ხელშეწყობასა და, მათ შორის, ქართული ღვინის პოპულარიზაციას ემსახურება. გამონაკლისი ვერც არტიზანული ღვინის ფესტივალი იქნებოდა, რომელიც არაჩვეულებრივ შესაძლებლობას აძლევს მცირე მეწარმეებს საკუთარი ღვინო ფართო საზოგადოებას წარუდგინონ“, – ამბობს „აგროსფეროს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აკაკი ტოროტაძე.

„აგროსფერო“ მეღვინეებს სთავაზობს ღვინის საწარმოო ინვენტარის სრულ სპექტრს და ამ მიმართულებით, საქართველოში წარმოადგენს 15-ზე მეტ ევროპულ ბრენდს. მათ შორისაა: Sansone, Grifo Marchetti, Lancman, Mori, Mencarelli, Espiroflex, Seguin Moreau, Moog, Perra Pellenc, Trefinos, Tellarini, Essedielle, Pall, Tapi, Naturo Kork და Enolandia.

„აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელში ხელმისაწვდომია ღვინის წარმოებისთვის საჭირო ყველა ტიპის ინვენტარი: საჭყლეტები, კლერტსაცლელები, წნეხები, უჟანგავი ფოლადის ავზები, ბოთლები, ბოთლის სარეცხი/საწრეტი მოწყობილობები, ღვინის ტუმბოები და მილები, საცობები და საცობის დამრტყმელი აპარატები, ეტიკეტირების დანადგარები, ღვინის დამხმარე მასალები, მუხის კასრები, მუხის კასრის სარეცხი მოწყობილობები და ა.შ. გარდა ამისა, „აგროსფერო“ ღვინის მსხვილ მწარმოებლებს სთავაზობს საწარმოო/საფილტრაციო ხაზებსა და ქარხნის სხვა აღჭურვილობას.

„აგროსფეროში“ წარმოდგენილი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც მის მაღაზიათა ქსელში, ისე ონლაინ. ღვინის საწარმოო ინვენტარის სრულად სანახავად ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით