logo
Loading data...

შინაური ცხოველების მოვლის სერვისები ერთ სივრცეში - როგორია სტარტაპი TATI-ს გეგმები

შინაური ცხოველების მოვლის სერვისები ერთ სივრცეში - როგორია სტარტაპი TATI-ს გეგმები

1713006000

პლატფორმა, რომელიც შინაური ცხოველების მოვლისთვის ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს.

როგორც სტარატპი TATI-ს თანადამფუძნებელი სერგი აბაშიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ხშირად პატრონებმა არ იციან რა სჭირდებათ მათ ოთხფეხა მეგობრებს, გარშემო რა სერვისები არსებობს და სიტყვიერი რეკომენდაციებითა თუ რჩევებით იღებენ გადაწყვეტილებას, რაც გარკვეულ რისკებთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ოთხფეხა მეგობრების მოვლას ამარტივებს და ისეთ სერვისებს, როგორიცაა:  გრუმინგი, ვეტერინართან ვიზიტი, გასეირნება, სასტუმრო და სხვა, ერთ სივრცეში უყრის თავს.

აპლიკაციის შექმნისას გუნდის თითოეული წევრის ინსპირაციის წყარო სწორედ საკუთარი შინაური ცხოველი იყო.

"TATI-ს ინსპირაცია არის ჩემი ოთხფეხა მეგობარი ლეო, რადგან როცა ავიყვანეთ არ ვიცოდით გარშემო რა სერვისები არსებობდა და თათი ზუსტად ამ მიზანს ისახავს, რომ მომხმარებელს აჩვენოს თუ მოვლის რა სერვისები არსებობს. იმედი გვაქვს თათის ჩაწერით მომხმარებლებს თავიანთი ოთხფეხა მეგობრების მოვლას გავუადვილებთ,"- ამბობს სერგი აბაშიძე.

აპლიკაციაზე მუშაობა გუნდმა 6 თვის წინ დაიწყო, თუმცა 2 თვეა ჩაეშვა და უკვე 1000 რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება. პლატფორმის ინოვაციურობა არამხოლოდ ცხოველის მოვლის სერვისების შეთავაზებაშია, არამედ მის დამატებით ფუნქციონალებშიც, მაგალითად მომხმარებელს აქვს დღიური, სადაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი თარიღების, მაგალითად, ვაქცინაციის, ვეტ -კლინიკაში ვიზიტის დაგეგმვა და ამის შესახებ დროული შეტყობინებების მიღება.

სტრატაპის თანადამფუძნებლის ბესიკ ექსეულიძის თქმით, აპლიკაცია ნებისმიერი ადამიანისთვის უფასოა, ასევე ერთ მომხმარებელს სისტემაში რამდენიმე ცხოველის დამატება შეუძლია.

"ჩვენი მთავარი მიზანია ჩავრთოთ თითოეული მიმართულება, ახლა თუ გრუუმინგი გვაქვს ეტაპობრივად ვამატებთ შემდეგ სერვისებს: ზოომაღაზია, გასეირნება, ვერ კლინიკას და ა.შ. და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ყველა სერვისით ისარგებლოს, შემდგომ ჩვენი მთავარი მიზანია გავცდეთ საქართველოს ფარგლებს, გავიდეთ სხვა ბაზარზე და მოვახდინოთ პოზიციონირება, როგორც ევროპის, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნების ბაზარზე,"-აღნიშნავს ბესიკ ექსეულიძე.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმას აქვს ორი მხარე, მომხმარებლების პანელი და პარტნიორი კომპანიების, რომლებსაც საშუალება აქვთ დააკვირდნენ ჯავშნებს, თანამშრომლების ქცევას და მათ შორის აკონტროლონ ფინანსებიც.

"ჩვენ ბიზნესპარტნიორებს პანელი სთავაზობს მათი სერვისების  ეფექტურ მართვას. აპლიკაციაში რამდენიმე მოდულია, ერთ-ერთია მაგალითად ჯავშნების მოდული, ასევე ფინანსების განკარგვის ნაწილშიც ეხმარება, ხარჯების დათვლაში. გვაქვს თანამშრომლების მოდულიც, სადაც კომპანიებს შეუძლიათ მართონ სამუშაო საათები, დეი ოფები და სხვა."-აცხადებს სტარტაპის CTO დავით სარჯველაძე.

TATI-ს გეგმები დიდია, გუნდი საქართველოს ბაზრის ათვისების შემდეგ სხვა ქვეყნებში გასვლასაც გეგმავს, თუმცა უახლოესი გეგმა საგრანტო კონკურსში გამარჯვებაა, რაც დასახული მიზნების ეფექტურად და სწრაფად განვითარებაში დაეხმარებათ.

მაკა ქოჩლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით