ტურისტული კომპანიის „ნიმა ტურსის“ დამფუძნებლის, მარიამ ზაუტაშვილის ინფორმაციით, არაბი ტურისტების მხრიდან, სვანეთისა და მარტვილის ნახვაზე მოთხოვნა, საგრძნობლად გაზრდილია.
მარიამ ზაუტაშვილის ცნობით, ტურისტების რაოდენობამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით მოიმატა, პროცენტული ზრდის შკალაზე კი, არაბი ტურისტები ლიდერობენ.
„კომპანია „ნიმა ტურსი“, როგორც ქართველებს, ასევე უცხოელ ტურისტებს ემსახურება. ჩვენი ძირითადი მიმართულება, ადგილობრივი მოსახლეობაა (80%), დანარჩენი ნაწილი კი (20%) უცხოელ ტურისტებზე მოდის. უცხოეთიდან, ჩვენი მომსახურებით დაინტერესებას ყველაზე ხშირად, არაბი, ინდოელი, ევროპის, სხვადასხვა, ქვეყნის მოქალაქეები გამოხატავენ. მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო, არაბი ტურისტები, მათ საქართველოში მოგზაურობა განსაკუთრებულად მოსწონთ. ძირითადად უპირატესობას კანიონების ნახვას - ნავებით სეირნობას, მაღალმთიანი რეგიონების დათვალიერებას ანიჭებენ. არაბებს უყვართ კომფორტი, შეძლებული ხალხია და 3 და 4 ვარსკვლავიან სასტუმროში არ ჩერდებიან - უმაღლესი მომსახურება სურთ, გამართული ტრანსპორტით, მაღალი კვალიფიკაციის გიდით, ამიტომ ფასებიც სიტუაციის შესაფერისია.
ზოგადად, უცხოელ ტურისტებს ასევე ძალიან მოსწონთ, სვანეთი, მარტვილი - ანუ ყველა ლოკაცია, სადაც მთები, მდინარეები, ლამაზი ბუნებაა...“, - განაცხადა მარიამ ზაუტაშვილმა.
კომპანია „ნიმა ტურსის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ასევე, შიდა ტურიდან, განსაკუთრებით - სვანეთი, თუშეთი მოსწონთ. ქვეყნის გარეთ კი, ყველაზე ხშირად ეგვიპტეში, დუბაიში, კვიპროსში, ევროპის, სხვადასხვა, ქვეყნებში დადიან.
ამასთან, მარიამ ზაუტაშვილის აზრით, ახლა ზაფხულის სეზონი ახლოვდება, შესაბამისად, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე უცხოელების ფავორიტი მიმართულება ბათუმი გახდება.
ცნობისთვის, ტურისტული კომპანია „ნიმა ტურსი“ თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობს. კომპანია ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს.