გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობის მიუხედავად, Microsoft-მა მესამე კვარტალში მოსალოდნელზე მაღალი ფინანსური შედეგები აჩვენა, რაც ძირითადად ღრუბლოვანი სერვისების ზრდამ განაპირობა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიის შემოსავალი 13%-ით გაიზარდა და 70 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება წმინდა მოგებას, იგი 18%-ით გაიზარდა და 26 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი 6%-ით გაიზარდა. აღინიშნოს ისიც, რომ კომპანია მომდევნო ორი წლის განმავლობაში ევროპაში ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის 40%-ით გაფართოებას გეგმავს.