logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საწარმოებმა 13 000 ტონაზე მეტი ვაშლი ჩაიბარეს

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საწარმოებმა 13 000 ტონაზე მეტი ვაშლი ჩაიბარეს

1795607207

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა 11-მა საწარმომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბრიდან 24 ნოემბრამდე  პერიოდში, 13,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 3.4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდია 1,3 მლნ ლარს აჭარბებს.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში. 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე,  მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.

არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს  საკოორდინაციო შტაბი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს 7 მდინარის აუზისთვის მრავლობითი საფრთხის რისკის მართვის გეგმების მომზადების საკითხზე იმსჯელეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს 7 მდინარის აუზისთვის მრავლობითი საფრთხის რისკის მართვის გეგმების მომზადების საკითხზე იმსჯელეს

გამოგვყევით