logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს 7 მდინარის აუზისთვის მრავლობითი საფრთხის რისკის მართვის გეგმების მომზადების საკითხზე იმსჯელეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს 7 მდინარის აუზისთვის მრავლობითი საფრთხის რისკის მართვის გეგმების მომზადების საკითხზე იმსჯელეს

1795606681

გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს 7 მდინარის აუზისთვის მრავლობითი საფრთხის რისკის მართვის გეგმების მომზადების საკითხზე ორდღიანი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე, სააგენტოს შესაბამისის დარგობრივი მიმართულების სპეციალისტები, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საერთაშორისო ექსპერტი ჯორჯ კარაიანისი, ასევე, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე, დაინტერესებულმა მხარეებმა აღმოსავლეთ საქართველოს ოთხი (მდ. ალაზანი, იორი, მტკვარი და ხრამი-ქცია) და დასავლეთ საქართველოს სამი (მდ. ჭოროხი-აჭარისწყალი, ენგური და რიონი) მდინარის აუზის მრავლობითი საფრთხის რისკის გეგმებზე, ასევე კატასტროფების რისკის შემცირების, მართვის (DRR/DRM) სისტემის მიმოხილვასა და შესაბამისი უწყებების უფლებამოსილებების შესახებ იმსჯელეს.

მიმდინარე წელს, უცხოელი ექსპერტის მონაწილეობით, საქართველოში კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის (DRR/DRM) სტრუქტურის შესაფასებლად ანალიტიკური სამუშაო და კონსულტაციები განხორციელდა, რომლის შედეგები და რეკომენდაციები აღნიშნულ შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი.

შეხვედრაზე სისტემაში ჩართული უწყებების უფლებამოსილებების, პასუხისმგებლობების და კოორდინაციის მექანიზმებიც განიხილეს.

აღნიშნული ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტის „მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენება საქართველოში” ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატით გამოწვეული მრავლობითი საფრთხის (წყალდიდობა, ღვარცოფი, ზვავი, მეწყერი, გვალვა, სეტყვა და ძლიერი ქარი) რისკის მართვის დაშერბილების ღონისძიებების შემუშავებას საქართველოს 11 მდინარის აუზისთვის.

პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მდინარის აუზის დონეზე კლიმატის შესახებ ინფორმაციაზე დაფუძნებული მრავლობითი საფრთხის რისკის მართვის (MHRM) დაგეგმვის ხელშეწყობა.

ინიციატივა ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და საქართველოს, შვედეთისადა შვეიცარიის დაფინანსებით.

გამოგვყევით