logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

2025 წლის I კვარტალში ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში ₾481.5 მლნ დახარჯეს - "საქსტატი"

2025 წლის I კვარტალში ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში ₾481.5 მლნ დახარჯეს - "საქსტატი"

1746688719

2025 წლის I კვარტალში საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 481.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 5.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის I კვარტალთან შედარებით 14.4 პროცენტით გაიზარდა და 998.8 ლარი შეადგინა.

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 614.7 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 44.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 482.1 ათასი შეადგინა, რაც 7.6 პროცენტით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 323.1 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტების უმრავლესობა, 47.1 პროცენტი, განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 44.9 პროცენტი შეადგინა.

2025 წლის I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 36.6 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 184.9 ათასი და 70.2 ათასი ვიზიტი.

2025 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.7 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.4 ღამე) 4.0 პროცენტით მეტია. ვიზიტების 98.6 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

გამოგვყევით