logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ქუთაისის აეროპორტში 3.5-კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა"

"ქუთაისის აეროპორტში 3.5-კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა"

1790587508

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასკვნით ეტაპზეა 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს, უფრო დიდი გაბარიტის საჰაერო ხომალდები მიიღოს, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

ლევან მოსეშვილის თქმით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 2026 წლის ბოლოს გაიხსნება და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უფრო შორ მანძილზე პირდაპირი ფრენების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

„ქუთაისის აეროპორტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტვირთების გადაზიდვა. ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სატვირთო ტერმინალების განვითარებასა და საჰაერო გადაზიდვების დაწყებას. თბილისის პარალელურად, ქუთაისის აეროპორტიც ჩაერთვება ქვეყნის სატვირთო გადაზიდვებში“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გაიხსნა ბიზნესლაუნჯიც. როგორც ლევან მოსეშვილმა აღნიშნა, ეს აეროპორტისთვის ახალი სერვისია.

„დღესდღეობით ბიზნესლაუნჯი წარმატებით ფუნქციონირებს. მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. გარდა ბიზნესლაუნჯისა, გავხსენით სწრაფი გასასვლელი, ე.წ. Fast Track-იც, რაც მგზავრებისთვის დამატებითი სერვისი და კომფორტია“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.

გამოგვყევით